პედაგოგიური კვლევები

„ტესტი, როგორც სასწავლო რესურსი“
„... ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პოზიტიური,
აღმოვფხვრათ ნეგატიური,
მოვეჭიდოთ დადებითს,
არ ვეხუმროთ შუალედურ მდგომარეობას...“
ჯონი მერცერი
ეს დიდებული ეპიგრაფი წავუმძღვარეთ ჩვენს საკონფერენციო თემას,  რომელიც მომზადდა ერთობლივად  შვიდი პედაგოგის მიერ, რომლებსაც ჩვენი თბილისის #137 საჯარო სკოლის  პედ. კოლექტივმა პირობითად „შვიდკაცა“ შეგვარქვეს.
იმისათვის,რომ დღევანდელ ცვალებად სამყაროს ადვილად მოვერგოთ, უნდა ვიყოთ უფრო შემოქმედებითები, უნდა შევძლოთ მოქნილად რეაგირება ახალ სიტუაციებში, ვიპოვოთ რთული პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზები. შევძლოთ კომუნიკაცია როგორც ემოციურ,ასევე კოგნიტურ დონეზე. 21–ე საუკუნის  საზოგადოებაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შემოქმედებითი გონება და კომპლექსური თვითშეგნება.
ჩვენ, მასწავლებლებმა, მომავალი საზოგადოების წევრები ამ სირთულეებისთვის უნდა მოვამზადოთ. მათ უნდა შეძლონ კომპლექსურ და მომთხოვნ გარემოში სტრესის გარეშე მუშაობა.  ჩვენ კი,  ჩვენი მხრივ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რათა გავზარდოთ მათი პოტენციალი, ვინც მასწავლებლის პროფესიულ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ყოველივე ამისთვის თავდაუზოგავად იღწვის  სსიპ ქალაქ თბილისის #137 საჯარო სკოლაში არსებული „სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ჯგუფის“ შვიდივე წევრი. მე გახლავართ ერთი მათგანი – მზია კახელიშვილი, რომელიც წარმოგიდგენთ საკომფერენციო თემას „ტესტი, როგორც სასწავლო რესურსი“ და რატომ მაინცდამაინც ეს თემა...
სულ ცოტა ხნის წინ, ოქტომბრის თვეში, ჩატარდა XIIკლასის მოსწავლეებისთვის CAT–ის გამოცდები. მინდა გითხრათ, რომ   CAT–ის გამოცდების შედეგები ამოვიღეთ საგამოცდო ცენტრის ვებგვერდიდან და გაანალიზდა პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე. წარმოგიდგენთ სტატისტიკურად ამ ამსახველ სურათს საგნების მიხედვით:
 ფიზიკაში ჩაიჭრა – 8 მოსწავლე (%);
ქიმიაში – 2მოსწავლე (%);
ბიოლოგიაში – 1მოსწავლე (%);
გეოგრაფიაში –1მოსწავლე (%).
ჩვენი მოსწავლეების შედეგები აღმოჩნდა შედარებით დაბალი, ვიდრე ისინი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარე, სემესტრულ თუ წლიურ შეფასებებს იმსახურებდნენ. არსებული პრობლემა შვიდივე პედაგოგმა ყველა კათედრაზე მსჯელობის საგნად ვაქციეთ და იმისთვის, რომ სწავლების ხარისხის ამაღლება შეგვძლებოდა, გადავწყვიტეთ,  გამოგვეკვლია დაბალი შედეგების მიზეზები.
გაანალიზდა და შეფასდა არსებული განსხვავება. აქედან გამომდინარე  დაიგეგმა, ჩატარებულიყო შიდა სასკოლო პედაგოგიური მოკვლევა. დაისვა პრობლემა და შესაბამისად დავსახეთ სამოქმედო გეგმა:
1.პრობლემა:    შედარებით დაბალი შედეგები.
2.მიზანი:             მომავალში CAT–ის გამოცდებზე  შედეგების გაუმჯობესება.
3.    სამოქმედო ამოცანები და აქტივობები: XI კლასის მოსწავლეებთან ტესტირება 4 საგანში(ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია), რათა განვსაზღვროთ CAT–ის გამოცდებისთვის მზადების პროცესში მათი ემოციური და კოგნიტური დონე.
4.    სამიზნე ჯგუფი: ჩატარდა XII კლასის მოსწავლეების, მათი მშობლების და პედაგოგების გამოკითხვა, როგორც უკვე ჩაბარებული 4 გამოცდის შედეგებიდან გამომდინარე, მათი ემოციური და კოგნიტური დონის თვითშეფასება და მზადება უკვე სხვა მომავალი 4 გამოცდისთვის.
5.    ინტერვიუ დირექტორთან და სასწავლო ნაწილის გამგესთან.
6.    შედეგების ანალიზი.
7.    დასკვნა.
დადასტურდა დაბალი შედეგები მოსწავლეთა სემესტრულ და წლიურ ქულებთან შედარებით. სკოლაში არსებული პროფესიული  განვითარების ჯგუფის მიერ შედგა კითხვარი და გამოიკითხა  48 მოსწავლიდან 42 მოსწავლე.
მოსწავლეებს დავუსვით შემდეგი სახის კითხვები:
1.    ჰქონდათ თუ არა მსგავსი ფორმით გამოცდის ჩაბარების გამოცდილება?
2.    რომელი საგნის ჩაბარება გაგიჭირდათ და რატომ?
3.    იქონია თუ არა შედეგებზე გავლენა ემოციურმა ფონმა?
გამოკითხვამ გვიჩვენა ,რომ მოსწავლეთა უმეტესობას გაუჭირდა ფიზიკის, შემდეგ ქიმიის, ნაკლებად ბიოლოგიის და გეოგრაფიის ჩაბარება. ამავე დროს, ისინი ხაზგასმით, ერთხმად ასახელებდნენ ემოციურ ფონს, როგორც ხელისშემშლელ ფაქტორს.
კითხვარი მომზადდა მათივე მშობლებისთვისაც. სრული სურათის მისაღებად საინტერესო იყო მათი აზრიც. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი აქტიურობა არ გამოიკვეთა–48–დან სულ 12–მა მშობელმა მიიღო მონაწილეობა და მათგანაც  რეალური, ხელჩასაჭიდი ვერ მივიღეთ. აღმოჩნდა,რომ მათში ნაკლები ინფორმაცია და ამავე დროს ნაკლები ინტეესი იყო დღევანდელი განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ.გამოიკვეთა კიდევ ერთი საკვლევი თემა „ მშობელთა კომუნიკაცია სკოლასთან“.
XI კლასის მოსწავლეთათვის, რომელთაც ახლო მომავალში,სასწავლო წლის ბოლოს, უნდა  ჰქონდეთ იმავე 4 საგანში საატესტატო გამოცდები,  შევადგინეთ 15 კითხვიანი ტესტი. რომელშიც შევიდა 5  დაბალი, 5 საშუალო და 5  მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვა. გვსურდა გაგვერკვია სასწავლო წლის დასაწყისში რა დონეს ფლობდნენ რეალურად მოსწავლეები და რაში ესაჭიროებოდათ  ზოგადად სკოლის მხრიდან დახმარება.  მივიღეთ თითქმის იგივე შედეგი, რაც მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეებს ყველაზე მეტად გაუძნელდათ ფიზიკა, შემდეგ ქიმია, ბიოლოგია და ბოლოს გეოგრაფია.
აღვნიშნავ, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებებით  და ასეთი მიდგომით  საკითხის მიმართ მოსწავლეებში დავიმსახურეთ დიდი ნდობა და ბავშვებმა გაგვცეს  საკმაოდ გულწრფელი პასუხები. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ითხოვდნენ დახმარებას ტესტებით მუშაობაში.
ამ საქმეში  მხარში გვედგნენ საგნის მასწავლებლები. შევადგინეთ კითხვარი მათთვის პედაგოგებისთვის:
1.    მოსწავლეთა მიერ გამოცდების უფრო  წარმატებით ჩაბარების მიზნით მათგან რას შეცვლიდით თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
2.    თქვენი აზრით მშობელთა ჩართულობის გაზრდა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში აისახება თუ არა დადებითად გამოცდების შედეგებზე?
3.    თვლით თუ არა, რომ ტესტებზე სისტემატიური მუშაობა მოუხსნის მოსწავლეებს ემოციურ ფონს?
გაირკვა, რომ ნებისმიერი დონის ტესტი, სრულიად სუსტი დონისაც კი მოსწავლეებში იწვევდა სერიოზულად ემოციური ფონის მომატებას. ნამდვილად სჭირდებოდათ მოსწავლეებს ტესტებთან გაშინაურება და ხშირად შეხება მათთან.
      აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ რა ნაბიჯები გადაიდგა შვიდკაცას მიერ  საკვლევი საკითხის ირგვლივ, დირექცია ყოველთვის მხარში გვედგა და თითქმის ერთობლივად  ვიბრძოდით ისევ და ისევ მოსწავლეების  საკეთილდღეოდ. დიდი დახმარება გაგვიწიეს მათ მატერიალურად–გადმოგვცეს საჭირო საკანცელარიო ნივთები. ინტერესი დიდი იყო საკვლევი თემის გარშემო.
ავიღეთ ინტერვიუ სკოლის დირექტორ ქალბატონ ირმა ზარდიაშვილთან და დირექტორის მოადგილესთან, ქალბატონ ქრისტინე წენგუაშვილთან:
1.რას მოიმოქმედებთ წარმოჩენილი პრობლემის გადასაწყვეტად?
2რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დირექციის როლი?...
ტესტირებისა და გამოკითვის მონაცემების შედეგების ანალიზით  გამოიკვეთა ორი სერიოზული მიზეზი:
1.    უფრო აქტიურად და ხშირად  მუშაობა ტესტებზე.
2.    ემოციური ფონის მოხსნა.
ორივე მიზეზი განვიხილეთ კვლავ კათედრებზე პედაგოგებთან და ემოციური ფონის მოსახსნელად გადავწყვიტეთ გაკვეთილზე გამოგვეყო დრო (რეფლექსიის ფაზაზე), სადაც მოსწავლეები თვითონ მიიღებდნენ მონაწილეობას ტესტის, როგორც სასწავლო რესურსის შექმნაში.   ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო გახდა ტესტის სტრუქტურის და შედგენის წესის გაცნობა. ჩავატარეთ სპეციალური სემინარ–შეხვედრები მოსწავლეებისთვის მასწავლებლების დახმარებით თუ რა სახის ტესტი არსებობს და როგორ უნდა შედგეს ვალიდური და ობიექტური ტესტი. განვიხილეთ მისი ტიპები შესაბამისად შეფასების კრიტერიუმები. ასეთი მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ შევარჩიეთ თემები, რომელთა ათვისების შემდეგ თვითთონვე შეძლებდნენ  ტესტის შექმნას.  ერთობლივი გადაწყვეტილებით მათ მიერ მოწოდებული ტესტებით მოსწავლეებმა თვითონ შექმნეს ტესტების ბანკი. პედაგოგებმა მივეცით შუამდგომლობა შემაჯამებელი ტესტირებისას 10 სავალდებულო ტესტიდან 5 საკითხი აერჩიათ ტესტების ბანკიდან. აშკარა იყო,რომ ტესტს გაუშინაურდნენ  მოსწავლეები.
ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ დირექტორი, რომელიც  დღენიადაგ ზრუნავს სწავლის ხარისხის ამაღლებაზე, სამეურვე საბჭოსთან შეთანხმებით დაეყრდნო რა ჩვენი კვლევის შედეგებს, საჭიროდ მიიჩნია   დახმარებოდა მოსწავლეებს  და XI კლასში ოთხივე საგანში დამატებით დანიშნა ფაკულტატური საათები. დასწრება ასი პროცენტით ხდება, იმდენადამაღლდა მოტივაცია მოსწავლეებში. ძალიან გაიზარდა თვითრწმენა მათში.
„მეც შემიძლია“–როჯერსის თეორიიდან ეს თეზისი აშკარად იგრძნობა დღესაც კი.
დასკვნა:
1.      მოსწავლეებმა გაიცნეს ტესტის სტრუქტურა.პრაქტიკულად იმუშავეს ვალიდური ტესტების შექმნაზე
2.      ბავშვები ეჩვევიან და უშინაურდებიან ტესტებს. 
3.      შემცირდა საგრძნობლად ემოციური ფონი. (სასწავლო წლის ბოლომდე უფრო საგრძნობი იქნება შედეგი).
4.      ამაღლდა თვითრწმენა („მეც შემიძლია“...)
5.      სუსტ მოსწავლეებშიც კი გაიზარდა ინტერესი შეხებაში ყოფილიყნენ ტესტების ბანკთან (დაახლოვნენ წიგნთან).
6.      მოსწავლეთა ემოცია გახდა ინდიკატორი სხვა საგნების მასწავლებლების თანამშრომლობაში ჩასართავად.
7.      აშკარაა მოსწავლეთა თანამშრომლობაც...
საერთო ჯამში გაიზარდა მოტივაცია.ერთვება ახალი საგნები და კვლევა კვლავ გრძელდება...




Комментариев нет:

Отправить комментарий